,,სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე”- შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

ოპოზიცია და სააკაშვილის მფარველები არიან სიყალბის მხარეს მყოფი ადამიანები. პოლონელი ექიმი იყო ჩამოსული, მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმთა ჯგუფი როგორც გახსოვთ. ისინი იყვნენ პოლონეთის მთავრობასთან არსებული ექიმების ჯგუფი, რომლებიც აქ შარლატანობით იყვნენ დაკავებული და წინდით გაჰქონდა ნიმუში. რომ არა სამსახურების სიფხიზლე, ვინ იცის რას ამზადებდნენ ამ დასკვნებით და ნიმუშის გაპარებით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„სააკაშვილთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა დაწერეს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისმა თანამშრომლებმა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აკმაყოფილებდა გათავისუფლების პირობებს. სტრასბურგის სასამართლომ კი ნინო ლომჯარია სიყალბეში ამხილა.

ჩვენ ვნახეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ყალბ დასკვნებს წერდა სააკაშვილთან დაკავშირებით და ამ სერიის გაგრძელებაა ზუსტად. ჩვენ ვნახეთ პოლონელი ექიმი ყალბი დასკვნის დამწერი თუ წინდით გამტანი, ასევე ვნახეთ ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი.

სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე. მას შემდეგ რაც ის დააკავეს, არის ყველანაირი მცდელობა შიგნით თუ გარეთ, რომ რამენაირად დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.