
სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
,,სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
▪️სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
▪️საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე,” – წერს პაპუაშვილი.