“სააკაშვილის დღევანდელი და ადრინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დასკვნას ყველა აკეთებს, ეს იყო თვითდაზიანების მცდელობა, რათა სასჯელისთვის თავი დაეღწია”

24
spot_img

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი და რამდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობიდან დასკვნას ყველა აკეთებს, რომ ეს იყო თვითდაზიანების მცდელობა, რათა თავი დაეღწია სასჯელისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ყველაფერში ლობისტები იყვნენ ჩართული, ჩადებული იყო ფული და დადებულიყო იყო ყალბი დასკვნები.

„ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასწაულები ხდებოდეს ხოლმე, ამიტომ, ხედავთ რა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობას, ვფიქრობ, აქედანაც დასკვნას ყველა აკეთებს, რომ ეს იყო თვითდაზიანების მცდელობა, რათა თავი დაეღწია სასჯელისთვის. შემდეგ აღმოვაჩინეთ, მათ შორის, რომ ლობისტები იყვნენ ჩართული, რომ ექიმები იყვნენ ნაყიდი, რომ პოლიტიკოსების სტატიები იყო ნაყიდი, ამ ყველაფერში ფული იყო ჩადებული, რომ დადებულიყო ყალბი დასკვნები. მათ შორის, თუ გახსოვთ, ნობელის პრემიის ლაურეატი არისო, ამერიკელ ექიმზე ამბობდნენ, რაც ტყუილი იყო ასევე. ამ დონის ტყუილებზე, დღისით, მზისით, საქართველოდან თუ უცხოეთიდან, ქართველი ხალხი ასე დააყენეს და პირდაპირ თვალში ნაცარს მუჭებით აყრიდნენ, როცა ეუბნებოდნენ, რომ ეს ნობელის პრემიის ლაურეატია, ეს დემენციაა, ეს პოლიტიკური პატიმარია და ყველაფერი იყო ტყუილი. ამას გვეუბნებოდნენ ჩვენ დასავლური პრესიდან, მედიიდან, და პოლიტიკოსები. ასე რომ, ყველამ, ვინც ამაში იყო ჩართული, ვფიქრობ, ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ ასეთ რაღაცაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.