სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ “ოცნებას” სჭირდება -სალომე ზურაბიშვილი

23
spot_img

სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება,  ის მათი ბოლო იმედია, ამომრჩევლის შესაშინებლად, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის. მისი თქმით, ამაზე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია.

“ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას სჭირდება. ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა და ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას. ასეთი რამე მე არსად მინახავს. პირდაპირ ტრანსლაციას აძლევენ შეუზღუდავად, რომ პოლიტიკური გზავნილები გააკეთოს იქიდან იმიტომ, რომ ოცნების ბოლო იმედი არის ის, რომ ამომრჩეველი შეაშინოს სააკაშვილით. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას”- განაცხადა ზურაბიშვილმა.