” სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს იქნება კიდევ ერთი მარცხი”- კალაძე

81
spot_img

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს მათთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილის ადვოკატებმა რატომ შეიცვალეს გადაწყვეტილება და სტრასბურგის ნაცვლად, ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს რატომ მიმართავენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ ერთხელ უკვე მიიღეს სტრასბურგიდან მითითებები პატიმრის შიმშილობასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, თავიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო და „შიმშილობის კამპანია” ახალი დაწყებული ჰქონდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რა მითითებები მისცა მას. შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული საქმის გაგზავნა  სტრასბურგში, იქნება კიდევ ერთი მარცხი მათთვის და შესაბამისად, ამას თავს არიდებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.