
სააგენტო The Associated Press ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისაა, რომ სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდეს.
თეთრი სახლის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი ისაა, რომ სააგენტო საკუთარ მასალებში „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ ტერმინს – „მექსიკის ყურეს“ იყენებს.
გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.