რუსულმა სამხედრო ძალებმა ჩერკასის რეგიონს შეუტიეს

144
spot_img

1-ელ ოქტომბერს რუსულმა სამხედრო ძალებმა ჩერკასის რეგიონს შეუტიეს. იყო დარტყმები უმანში მდებარე სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე. ხანძარი გაჩნდა საწყობებში, სადაც მარცვლეული ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხანძარი 3000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე იყო მოდებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ასევე კრივოი როგში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც შეუტიეს. იყო ნგრევა, გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.