რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დღეს, მოსკოვის დროით, დაახლოებით,12:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე. უპილოტო საფრენი აპარატი საზღვაო ავიაციის თვითმფრინავმა შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურა“, – აცხადებენ უწყებაში.