რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ გულიაიპოლის საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ქალაქ გულიაიპოლში საავადმყოფო დაბომბეს. ცნობილია, რომ საავადმყოფოს ორი თანამშრომელი გარდაიცვალა“, – განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით დაღუპულია უმცროსი მედდა და სანტექნიკოსი.