რუსულმა არმიამ ოდესას დაარტყა – ბოლო ცნობები ომის ეპიცენტრიდან

76
spot_img

რუსულმა არმიამ ოდესას დაარტყა. დაზიანებულია მარცვლეულის საცავი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ღამით დრონებით რუსულმა არმიამ ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა. იერიში აზოვის ზღვის აღმოსავლეთის სანაპიროდან განხორციელდა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ Shahed-136/131-ის ტიპის 9 დრონის განადგურება შეძლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმის შემდეგ სასაწყობე სათავსოებში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ოპერატიულად იყო ლოკალიზებული.

„მოწინააღმდეგის სამიზნე რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა კიპერმა.