რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ ჰავანის პორტში შევიდა

34
spot_img

რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ ჰავანის პორტში შევიდა. მანამდე კუბის დედაქალაქის ნავსადგურში შევიდნენ ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“, მომარაგების ტანკერი „აკადემიკოს პაშინი“ და რუსეთის საზღვაო ძალების სამაშველო ბუქსირი „ნიკოლაი ჩიკერი“.

ოთხი გემისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი ჰავანის პორტში 17 ივნისამდე დარჩება. რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალის, ალექსანდრე მოისეევის განცხადებით, კუბაში ვიზიტი შორეული მოგზაურობის ნაწილია და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არცერთ გემს არ აქვს ბირთვული იარაღი და მათი ყოფნა რეგიონისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.