რუსთავი-თბილისის ავტობანზე, კერძოდ რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.
ავტობანის ამ მონაკვეთზე არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მის გვერდით არსებული ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან. ავარია სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.