რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად – ვოლოდიმირ ზელენსკი

1
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა საკმარისი არაა მიმდინარე ომის დასასრულებლად.

“უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას – ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად. მალე 50 დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უგულებელყო შეერთებული შტატების წინადადება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – წინადადება, რომელიც უკრაინამ 11 მარტს მიიღო. რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.