რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

34
spot_img

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ბრალდებულებმა მთავარი სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პატიმრები დანით იყვნენ შეიარაღებულები.

„მძევლებიდან ერთი დაწესებულების ოპერატიული თანამშრომელია, მეორე ინსპექტორ-ზედამხედველია“, – წერს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის როსტოვის ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსი, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან.