საინფორმაციო სააგენტო Meduza-ს ცნობით, კრასნოდარის მხარეში, სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
როგორც გამოცემა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, აფეთქების ხმა დაახლოებით 16:00 საათზე გაიგეს, რის შემდეგაც შავი კვამლი გამოჩნდა.
Telegram არხმა Baza გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად გაჩენილი დიდი ზომის ორმო ჩანს – გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 მეტრის დიამეტრისაა და დაახლოებით ოთხი მეტრის სიღრმისაა.
ხოლო Telegram არხი Mash ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს რაკეტა, რომელსაც მიზანში აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული საწვავი და საპოხი მასალების საწყობი ჰქონდა ამოღებული.
როგორც რეგიონის გუბერნატორი ბენიამინ კონდრატიევი წერს, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.