რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ნულამდეა დასული, მაგრამ დროთა განმავლობაში დიალოგი უნდა განახლდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ურთიერთობა არის ნულზე, ან მე ვიტყოდი ნულის ქვემოთაც კი. მაგრამ მაინც, რადგან როგორც ამერიკას, ასევე ჩვენ გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მსოფლიო სტაბილურობასა და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე მოგვიწევს დროთა განმავლობაში ამ საუბრის განახლება“, – განაცხადა პესკოვმა.