რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს – სერგეი ლავროვი

43
spot_img

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეებმა ერთმანეთს დახმარება გაუწიონ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, დღეს ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.