რუსეთს გაცილებით მეტი ბირთვული ბომბი აქვს, ვიდრე აშშ-სა და ევროპას – პუტინი

35
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს გაცილებით მეტი ბირთვული ბომბი აქვს, ვიდრე აშშ-სა და ევროპას, თუმცა აღნიშნა, რომ „არ არის საჭირო ბირთვულ ომზე საუბარი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„არ არის საჭირო ამაზე ფიქრი [ბირთვულ ომზე]. და ყველას ვთხოვ, არ ახსენონ მსგავსი რამე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.