“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მარტის დასაწყისიდან 130 რაკეტა, 320-ზე მეტი დრონი და 900-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა” – ზელენსკი

46
spot_img

რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის 130 რაკეტა, 320-ზე მეტი „შაჰედის“ დრონი და თითქმის 900 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე აწარმოებს ტერორისტულ ომს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ თვითმფრინავებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით.

“უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ეფექტურად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა – საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმაოდ რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა გააკეთონ ის, რისთვისაც შეიქმნენ, კერძოდ, დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვისაც ეს ესმის და ვინც ხელს უწყობს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.