რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ პოლიგონზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები

6
spot_img

რუსულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ პოლიგონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, სამი ადამიანი და 11 დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ვიტალი სარანცევი იტყობინება. 

მისივე განმარტებით, ეს არის დროებითი საწვრთნელი პოლიგონი ქვეყნის სამხრეთში დამატებითი წვრთნების ჩასატარებლად.

„თავდასხმის დროს საწვრთნელ პოლიგონზე წვრთნები მიმდინარეობდა. დროულად მიღებული უსაფრთხოების ზომების წყალობით, შესაძლებელი გახდა პერსონალის მასობრივი დანაკარგების თავიდან აცილება. თუმცა, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ყველა დაზარალებულს სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გაეწია ყველა საჭირო კვალიფიციური დახმარება,“ – აცხადებს პოლკოვნიკი.