რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ლვოვის, ვინიცას, კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის ოლქების მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 20-ზე მეტი დრონი გაუშვა.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა განახორციელეს.