რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციის დენონსირების შესახებ“.
მანამდე კონვენციიდან გასვლას მხარი რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაუჭირა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტში რუსეთის მუშაობას ბლოკავს და რუსეთს საშუალებას არ აძლევს, რომ კომიტეტში თავისი წარმომადგენელი აირჩიოს.
სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ კონვენციიდან გასვლა რუსეთის მიერ წამების პრევენციის გარანტირების დონეზე გავლენას არ მოახდენს.