რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება დაიწყო – მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ომში – ვოლოდიმირ ზელენსკი

110
spot_img

არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების შესამჩნევი რაოდენობის გამოყენება დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები მათ ჯერჯერობით მხოლოდ კურსკის რეგიონში იყენებენ, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეელების გამოყენებას ფრონტის სხვა სექტორებში დაიწყებენ.

“ამ კატეგორიას შორის დანაკარგები უკვე შესამჩნევია. ფაქტობრივად, მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ამ ომში და შეძლებისდაგვარად ჩართო და თუ ეს ესკალაცია არ არის, მაშინ რა არის ესკალაცია, რომლის შესახებაც ბევრი საუბრობდა. სწორედ პუტინი დგამს ნაბიჯებს ამ ომის გაფართოებისა და გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშკარაა, რომ მოსკოვი უგულებელყოფს მოწოდებებს ყველა ქვეყნიდან – დაწყებული ჩინეთიდან და ბრაზილიიდან დამთავრებული სხვა ქვეყნებით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან კოორდინირებულ მოქმედებას ამ ომის შესაჩერებლად – მისი საიმედოდ, გარანტირებული მშვიდობით შესაჩერებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.