რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

3
spot_img

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყენას – აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, – აღნიშნა ალექსანდრა პანინამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.