რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.
კიპერის განცხადებით, გარდაცვლილია 43 წლის ქალბატონი, 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და 16 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაშავებულთა საერთო რაოდენობა 10 ადამიანს აღწევს. 9 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.