რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით მასიურად დაარტყა.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ტკაჩენკომ განაცხადა, დაიღუპა 2 ადამიანი, 13 კი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის ექვს რაიონში „იწვის საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწყობები, საოფისე შენობები“.
ტკაჩენკომ ასევე დაწერა, რომ კიევში ჰაერის დაბინძურების დონე ამაღლებულია. მან მოუწოდა დედაქალაქის მცხოვრებლებს, არ გააღონ ფანჯრები. კიევის ოლქში რუსების თავდასხმა თითქმის 10 საათს გაგრძელდა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, დაშავდა ერთი ადამიანი.