რუსეთმა კიევზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით მასირებული იერიში მიიტანა

44
spot_img

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით მასირებული იერიში მიიტანა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშს კიევის რამდენიმე რაიონში ხანძარი მოჰყვა, რომლის შედეგადაც 12 ადამიანია დაშავებული, მათგან ერთი ბავშვია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სულ რუსულმა ჯარმა კიევის მისამართით 31 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც ორი ბალისტიკური იყო („ისკანდერი“ და „კინჟალი“), 29 კი ფრთოსანი (Х-101/Х-555).

მათივე ცნობით, ყველა რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.