რუსეთმა ირანისთვის საჰაერო თავდაცვისა და სარადარო აღჭურვილობის მიწოდება დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კრემლს შესაბამისი თხოვნით მიმართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა თეირანში ვიზიტით მყოფ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შოიგუს განუცხადა, რომ თეირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააფართოოს ურთიერთობები თავის „სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან“.
„რუსეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც რთულ პერიოდში გვერდში დაუდგა ირანელ ერს“, – განუცხადა მასუდ პეზეშკიანმა სერგეი შოიგუს.