რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ. პირველები გაიგებენ, და მხოლოდ შემდეგ იქნება ოფიციალური განცხადება გაკეთებული“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე “ერთმნიშვნელოვანი საბოლოო გადაწყვეტილება” ჯერ არ არის, მაგრამ ზელენსკიმ “მოლაპარაკებები ჩაატარა ყველა მხარესთან, ვისზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული, ვისაც შესაბამისი შესაძლებლობების მიწოდება შეუძლია – იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და, რა თქმა უნდა, აშშ”.
ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის მხრიდან “ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა” არსებობს პარტნიორების მიმართ “არგუმენტებით, ყველა ამოცანით, ყველა ახსნით იმის შესახებ, პრაქტიკაზე კონკრეტულად რის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს ეს ნებართვა”.