
ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც კრძალავს უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს 30-დღიანი მორატორიუმის ფარგლებში, ძალაშია, – ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გრძელდება თუ არა მორატორიუმი იმ ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 მარტიდან უკვე არაერთხელ შეუტია რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, პესკოვმა უპასუხა, რომ შეთანხმება ძალაშია.
„პუტინის ბრძანება მორატორიუმთან დაკავშირებით ძალაშია და სრულდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან“, – აღნიშნა პესკოვმა.