რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

7
spot_img

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია ორი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

რუსეთის ძალებმა სუმიზე სარაკეტო იერიში დილის, დაახლოებით ექვს საათზე მიიტანეს.

„ისკანდერის“ რაკეტა ავტოსადგომზე ჩამოვარდა.

დარტყმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრის შენობა, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი და 15-ზე მეტი ავტომობილი.

სამაშველო სამსახურმა დაბომბვის ადგილზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრო.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰედის“ 14-ივე დრონი ჩამოაგდო.

უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქების თავზე.