
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
„მოვიგერიეთ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“, – დაწერა ქალაქის მერმა ტელეგრამის არხზე.
მოსკოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
როგორც რუსული მედია წერს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ახალი მოსკოვის ერთ-ერთ კერძო სახლს მოხვდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.