რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ორენბურგის ოლქში ვითარება კრიტიკულია

39
x
spot_img

ორენბურგის ოლქში ვითარება კრიტიკულია, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება. ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად დატბორილი რაიონებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, დატბორვის გამო მუშაობა შეაჩერა ქალაქის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ. წყლის ნაკადი ქალაქ ორენბურგსაც უახლოვდება. მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო კურგანის დასახლებული რაიონებიდანაც.