დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება VPN-ის გამოყენების შეწყვეტისკენ მიმართულ ქმედებებს განაგრძობს.
უწყების ცნობით, რუსეთის მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ვირტუალურ კერძო ქსელებთან წვდომას უბლოკავს, რომლებიც ხალხს ინტერნეტის ქსელში არსებულ შეზღუდვების თავიდან არიდების საშუალებას აძლევს.
„რუსეთის რამდენიმე რეგიონში ბევრი ყველაზე პოპულარული VPN-ი გამოყენებისთვის უვარგისი გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ VPN-ი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსელები ქვეყნის ტერიტორიაზე 2017 წლიდან არის აკრძალული, რადგან ისინი მომხმარებლებს ახალი ამბების ობიექტურ საერთაშორისო წყაროებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევენ, მათ შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებით.