რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ, – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე საქართველოში განავითრებულ მოვლენებს.
როგორც მინისტრი წერს, ლიეტუვა საქართველოს ხალხის გვერდით დგას.
„როგორც ქვეყანამ, რომელმაც მოახერხა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისგან თავის დაღწევა, ლიეტუვა დგას საქართველოს ხალხის გვერდით ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ. იმედია ერთ დღეს ევროკავშირში გიხილავთ“, – წერს დოვილე შაკალიენე სოციალურ ქსელში.