“რუსეთის ბოლო იმპერიის დასასრული გარდაუვალია” – გიორგი ცუცქირიძე

146
spot_img

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“დღეს მთელი დასავლური მედია, ანალიტიკური გამოცემები და რა გასაკვირია , ჩვენიც დაკავებულები არიან პრიგოჟინის “ამბოხის” თემის განხილვით.

თუმცა განსხვავებით ქართველი ექსპერტების, თუ პოლიტიკოსების განცხადებებისაგან, რაც ძირითადად აცდენილია რეალობას, წამყვანი უცხოელი ექსპერტები, აქ პოლიტიკოსებზე აღარ მაქვს საუბარი, მაინც თავს იკავებენ რაიმე ცალსახა დასკვნებისაგან.

აქ გაჟღერებული თვალსაზრისი, რომ ეს არის პუტინის უპირობო მარცხი და კრემლის ვერტიკალის ჩამოშლა, რაც განსაკუთრებით აიტაცა ოპომედიამ, ვფიქრობ ცოტა არასერიოზულად უფრო გამოიყურება. დღევანდელი რუსეთი არც 1917 წლის და არც 1991 წლის გკჩპ-ს ანალოგთან ნაკლებად მოვა, იმ მარტივი ლოგიკის გამოც, რომ 1917 წლის რევოლუციას რუსეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულის სტატუსით შეხვდა, ხოლო 1991 წლის პუტჩი არა თუ საბჭოთა იმპერიის მოდერნიზაციის, არამედ მისი ჩამოშლის წინარე დროში ხდებოდა.

დღეს რუსეთს ომი უკრაინაში ჯერ არ წაუგია, სხვა საკითხია, რომ ხვალ რა იქნება ძნელი საპროგნოზოა, რადგან ეს ომის ხანგრძლივობის ფაზებზეა დიდწილად დამოკიდებული. დასავლურ კოალიციასთან დაპირისპირებისას, რუსეთს შანსები, რომ არც თუ მაღალი აქვს, ეს არაერთგზის აღმინიშნავს ამ ომის დაწყების პირველსავე დღეებში.

ის გარემოება, რომ “ვაგნერის” სამხედრო ქვეგანაყოფებმა ყოველგვარი წინააღმდხეგობის გარეშე გაიარეს ათასობით კილომენრი და ლამის მოსკოვსაც კი მიუახლოვდენ, სულაც არ ნიშნავს რუსული სამხედრო და პოლიტიკური ვერტიკალის კოლაფსს. უფრო საინტერესო ის უნდა იყოს , თუ რატომ აღარ წავიდა პრიგოჟინი მოსკოვისაკენ და თუ ვინმეს სჯერა, რომ ის “ბაწკამ” შეაჩერა, ეს მისი პრობლემა მგონია.

პრიგოჟინმა მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მას მოსთხოვეს ერთიან სამხედრო ხელმძღვანელობის ქვეშ გადასვლა და ვადაც ივნისის ბოლო მისცეს. ის , რომ შოიგუს და გერასიმოვს ვერ იტანს და ამიტომ არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას, ესეც ნაკლებად დასაჯერებელია. ასეთ დიდ თამაშებში პიროვნული ფაქტორი კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი.

მთავარი კითხვა აქ არის დასასმელი, თუ ვინ იდგა პრიგოჟინის უკან და ვინ მისცა მას გარანტია ამ ავანტიურის დაწყებაზე?

პრიგოჟინის მიერ განცხადებული ვერსია, რომ მან თავი აარიდა სისხლის ღვრას უფრო მარკეტინგის სფეროს განეკუთვნება და ნაკლებად პატრიოტულს, რუსეთში რევოლუციები თუ სისხლიანი ამბოხებები, ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილია, აქ ზოგიერთებს რომ სურთ ასე წარმოსახონ.

პრიგოჟინის უკან დიდი კაპიტალი დგას და არა ერთი მილიარდი, აფრიკაში თუ აზიაში. არის მოსაზრება, რომ ეს იყო გრუ-ს და ფსბ-ს ძალების მოსინჯვა პოსპუტინისტური პერიოდისათვის თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ფიასკოს განიცდის უკრაინის ფრონტზე.

და მიმაჩნია, რომ ეს თვალსაზრისი შედარებით ახლოა რეალობასთან, რადგან პოსტპუტინისტურ ეპოქაში რუსეთში აუცილებლად დაიწყება ბრძოლა გავლენებისათვის და ქონების გადანაწილებისათვის.

ისტორიის ფურცლებს თავი რომ დავანებოთ, გავიხსენოთ რა ხდებოდა თუნდაც ჩვენთან პოსტშევარდნაძის ეპოქაში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო სწორედ ქონებების გადანაწილების მტკივნეული პროცესი, ცალკეულ პირთა ექსპროპრიაცია და ქონებების პირდაპირი “ახევებით”. სხვა თემაა ვისაც ეს ქონება წაართვეს, თავად მათ რამდენად სამართლიანად ჰქონდათ თავის დროზე დასაკუთრებული, თუმცა ეს ექსპროპრიაციის ხასიათს ნაკლებად ამართლებს.

ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე წამოიკიდეს, თუ არა პროგოჟინი და მის უკან მდგომმა ძალებმა ვერ გათვალეს რეალობა, მალე გამოჩნდება. თუ მას გარანტია ჰქონდა, რომ მთავარია დაეწყო ოპერაცია და დანარჩენს ადგილზე, ანუ ცენტრში მოაგვარებდენ, არც ეს არის გამორიცხული. ფაქტია, რომ ის უკან გაბრუნდა, ხოლო “ვაგნერი” შეუერთდება თავდაცვის სამინისტროს, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა.

ომი უკრაინაში კი გრძელდება და ამ თემაზე წინა პოსტშიც დავწერე, მისი ხანგრძლივობა უფრო ვიეტნამის და ავღანეთის ვარიანტს წააგავს და ნაკლებად არის შანსი მოკლე ვადაში დასრულების.

ამ გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთის ბოლო იმპერიის დასასრული მაინც გარდაუვალია, ბევრი ფაქტორის გამო, მთავარია ჩვენ გვეყოს გონიერება და არ აღმოჩნდეთ მის ნანგრევებში.

სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური კლასი, თავის მედიაექსპერტებიანად, რომ არაადეკვატურობასთან ერთად, აშკარად არის აცდენილი რეალობას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სადაც, როგორც წესი, ეგოცენტრიზმი არის წამყვანი, სახელმწიფო ინტერესზე”, – წერს ცუცქირიძე.