რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში – ვლადიმერ პუტინი

9
spot_img

რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ასევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან გარანტად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად.

„აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის დებულებების მორგება არსებულ რეალობასთან. ჩატარდა რუსეთის მიდგომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენების და მათი შესაძლო კორექტირების შესახებ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ ეს, მათ შორის, არის რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ახალი წყაროების გაჩენა. ნათლად არის აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.