რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას ქალაქების დღე მიულოცა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
პუტინის თქმით, რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს.
„რუსეთი დღეს იცავს და ამტკიცებს თავის სუვერენიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის ყველა რეგიონის მცხოვრებლები, მოსკოველები გაბედულად იბრძვიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, მოსკოვი დაარსების დღიდან „ყოველთვის იყო საიმედო თავდაცვა და მტკიცე მხარდაჭერა მთელი რუსული სახელმწიფოსთვის.“
„თვით ისტორიამ განსაზღვრა მისი განსაკუთრებული როლი, როგორც რუსეთის მთავარი ქალაქი. დედაქალაქი მფარველობს დონეცკსა და ლუგანსკს და ახორციელებს ყოვლისმომცველ სამუშაოებს „დაზარალებულ“ რეგიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა პუტინმა.