
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი არ ეთანხმება უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რადგან მას სურს შეინარჩუნოს უკრაინის ქალაქებსა და პორტებზე შავი ზღვიდან დარტყმის უნარი შეინარჩუნოს.
როგორც ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რუსულმა ძალებმა დღესაც უკრაინაზე იერიში სწორედ შავი ზღვიდან მიიტანეს.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე და უარს ამბობს ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. რუსეთს სურს შავი ზღვიდან უკრაინულ ქალაქებსა და პორტებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა შეინარჩუნოს.
ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ზღვით ნავიგაციას და სურსათის მიწოდებას არ გულისხმობს, ის, პირველ რიგში, ზოგად უსაფრთხოებასა და მშვიდობის მიდგომას ეხება. პუტინს არ სურს ომის დასრულება, ის ცდილობს როგორ დაუტოვოს საკუთარ თავს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო დიდი ძალით წამოიწყოს ომი. ამიტომაც, მომავალში რუსეთზე ზეწოლის ყველა ფორმა არის საჭირო.
ჩვენ ველოდებით შეერთებული შტატების რეაქციას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის. ველოდებით რეაქციას ევროპისგან, მთელი მსოფლიოსგან, ყველასგან, ვისაც მშვიდობა სურს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.