
რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შევხვდი. მადლობა გადავუხადე თურქეთსა და პრეზიდენტ ერდოღანს ჩვენი ძალისხმევების მხარდაჭერისთვის, მივაღწიოთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. კონკრეტულად კი, მათი დახმარებისთვის შეხვედრის ორგანიზებაში, რომელმაც შესაძლებელი გახადა რუსული ტყვეობიდან ათასი ჩვენი მოქალაქის გათავისუფლება. რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის გათავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები – როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან ყველა მოწოდების იგნორირებას, რომ ცეცხლის შეწყვიტოს და აგრძელებს თავის მკვლელობებს. მეტიც, კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას, რომლის მომზადებაზეც დაუყოვნებლივ 1000 – 1000-ზე გაცვლის შემდეგ დადეს პირობა. უკრაინას მათგან არავითარი დოკუმენტი არ მიუღია – არც თურქეთს. შეხვედრა რომ შინაარსიანი იყოს, მისი დღის წესრიგი ნათელი უნდა იყოს, და მოლაპარაკებები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. სამწუხაროდ, რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს.
თურქეთთან ჩვენს თანამშრომლობას ვაფასებთ, რომლის მიზანია დიპლომატია ეფექტიანი გახადოს. მადლობელი ვართ თურქეთის ცხადი პოზიციისთვის – თანმიმდევრული და სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,” – წერს ზელენსკი.