რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია – სტივ უიტკოფი – ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი

33
spot_img

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

„მთავარი პრობლემა ამ კონფლიქტში ოთხი რეგიონია, დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი და სხვა. იქ რუსულად საუბრობენ, ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. მჯერა, ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური საუბრები“, – განაცხადა უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

უიტკოფის თქმით, ეს ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არავის სურდა.

„რუსები დე ფაქტო აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს. საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსული ტერიტორიებია? გადარჩება თუ არა ზელენსკი პოლიტიკურად, თუ ის ამას აღიარებს? ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი, აბსოლუტურად“, – განაცხადა უიტკოფმა.