
რუსულმა ძალებმა 6 აპრილის ღამეს უკრაინას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების 23 რაკეტით და 109 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 132 რაკეტასა და დრონს შორის იყო : Х-101/Х-55СМ ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერ -მ“ ტიპის 6 ბალისიტკური რაკეტა, Shahed-ისა და სხვა ტიპის 109 დრონი.
უკრაინელებმა 53 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის Х-101/Х-55СМ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერ -მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და Shahed-ის ტიპის 40 დრონი.
ჩამოგდება: 6 Kh-101/Kh-55SM საკრუიზო რაკეტა; 6 საკრუიზო რაკეტა “კალიბრი”; 1 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ; 40 შაჰედის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. კიდევ 53 დრონი კი დაიკარგა.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასისა და ნიკოლაევის ოლქები.