რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

26
spot_img

რუსული ძალების მიერ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკუდინის განმარტებით, რუსებმა ქალაქის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი დაბომბეს, რის შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ავტომობილში ორი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამასთან, საარტილერიო დარტყმის შედეგად 66 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

თავდასხმის შედეგად დაშავდა ხერსონის 24 წლის მკვიდრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.