რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაშავებულებს შორის 2 ბავშვია

21
spot_img

რუსულმა ძალებმა დნიპროზე სარაკეტი იერიში მიიტანეს, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან 1 თვის ჩვილი და 17 წლის მოზარდი. ასევე დაშავებულია 3 ქალი და ერთი მამაკაცი.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტომობილები, ჩაიმსხვრა კერძო სახლების, მაღალსართულიანი კორპუსებისა და საავადმყოფოს მინები.