რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია – თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

11
spot_img

რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა.

მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქებში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში კი მთელი დილის განმავლობაში გრძელდებოდა მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმები.

„რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.