სატელევიზიო ინტერვიუში რომის პაპმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ეკლესიაში გამოწვეული ფართო დებატების შემდეგ.
„ზოგჯერ გადაწყვეტილებები არ არის მისაღები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ის არ არის გააზრებული. თუ გადაწყვეტილება არ მოგწონს, წადი და ისაუბრე მასზე. გამოთქვი შენი ეჭვი და ჩაერთე დისკუსიებში. ასე ხდება პროგრესირება“, – აღნიშნა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ ნება დართო კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს, დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები.
პაპის განცხადებით, კურთხევა არ უნდა იყოს რეგულარული საეკლესიო რიტუალების ნაწილი.
დოკუმენტში ასვევე აღნიშნულია, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა არ ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას. ვატიკანი ქორწინებად განიხილავს კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის.