რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ინსულტი გახდა – იტალიური მედია

9
spot_img

რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი იყო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

„რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი იყო. უახლოეს საათებში წმინდა საყდარი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები იქნება დასახელებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ის რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.