რომელი სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე საუბრობს აშშ?! – გურამ მაჭარაშვილი

22
spot_img

შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვინდოდა და გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა, ოღონდ არა მხოლოდ ქაღალდზე და არა მხოლოდ ცალმხრივად, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სიცოცხლე შესწირონ და აშშ-მა აქ ომი მოინდომოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს არ არის სტრატეგიული ურთიერთობა და ამავდროულად, რომელი სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე საუბრობს შეერთებული შტატები?! რა მოჰყვება ამას ისიც გვითხრან. თანხების ინვესტიციების გაჩერება მოჰყვება ამას, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოჰყვება, ინვესტიციების შეწყვეტა მოჰყვება თუ რა მოჰყვება“, – აღნიშნავს დეპუტატი.