
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს – ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.
ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს “გირჩია”:
“ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,”- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.