როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც მასთან უნდა შეათანხმონ, ეს არის ვასალური დამოკიდებულება-მათიკაშვილი

24
x
spot_img

დავით კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი, რომელიც საარჩევნო მარათონში რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ წინსვლას ფინანსურად უზრუნველყოფს და, ამავდროულად, როგორც ჩანს, საკუთარ პირობებს უყენებს მათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა

მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიციაში ვასალური დამოკიდებულებაა.

„როგორც ჩანს, დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული, მათ შორის, კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მოცემულობა, ვასალური დამოკიდებულება ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ფორმალურ მმართველს შორის. ერთი რამ აშკარაა, რაც არ უნდა იმოქმედონ კეზერაშვილმაც, ჯაფარიძემაც, სააკაშვილმაც და სხვა პირებმაც, მათთვის სასურველი პოლიტიკური გზით წარმართონ საარჩევნო პროცესები, ის ფიასკოსთვის არის განწირული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.